მთავარი » 2015 » იანვარი » 20 » დაეკისრება თუ არა სანქცია გიორგი გაბუნიას
12:59 PM
დაეკისრება თუ არა სანქცია გიორგი გაბუნიას

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2014 წლის 2 მაისს საჩივრით მიმართეს.
ამის მიზეზი გახდა 2014 წლის 8 აპრილს საავტორო გადაცემის სტუმართან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუ, რომლის დროსაც “ახალგაზრდა ადვოკატები” ჟურნალისტის მიერ დასახელდა ალასანიას მიმართ ანტაგონისტური კამპანიის მონაწილე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციად, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს “ქოლგის ქვეშ” მოქმედებდა. აღნიშნული განცხადების დასასაბუთებლად, ჟურნალისტს კონკრეტული მტკიცებულება არ მოუყვანია.
აქედან გამომდინარე, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიიჩნევენ, რომ გიორგი გაბუნიამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-5 მუხლი, რომელთა თანახმად „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“; „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“; და „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“
ქარტიის საბჭო საჩივარს უახლოეს სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილება ივლისში გახდება ცნობილი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნახვა: 436 | ავტორი: ADMIN | ტეგი: გიორგი გაბუნია, giorgi gabunia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარი: 0
avatar
ONEWS.IN © 2014
საიტს მართავს სისტემა uCoz