5:47 PM წვერის ნაძვისხის საჩუქრებით მორთვა მოდაში შემოდის | |
![]() ბრიტანული გამოცემის The Daily Mail ცნობით, მოდაში შემოდის საახალწლო ნაძვისხის სათამაშოებით წვერების მორთვა. მსგავსი აქსესუარები Beard Baubles უკვე გამოჩნდა მაღაზიებში და მათზე უკვე დიდი მოთხვონილებაა. ახალი პროდუქციის გაყიდვით დაკავებულია ლონდონური სარეკლამო სააგენტო Grey London. The Daily Mail-ის სტატიაში ერთი ნაკრების ფასად 5 გირვანქა სტერლინგია მითითებული თუმცა პროდუქცია უკვე 40%-ით გაძვირდა და Beard Baubles-ის საიტზე მითითებულია £7. Grey London ირწმუნება, რომ შეკვეთებს იღებენ არა მარტო დიდი ბრიტანეთიდან. დამკვეთებს შორის არიან ავსტრალია, აშშ, ახალი ზენლანდია, გერმანია და საფრანგეთი. Grey London-ში არნიშნეს, რომ საახალწლო აქსესუარებს უკვეთავენ არამარტო მამაკაცის წვერებისათვის არამედ გრძელბეწვიანი შინაური ცხოველებისთვისაც. Beard Baubles-ის გაყიდვებიდან მიღებული მთელი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.
| |
|
სულ კომენტარი: 0 | |