1:02 PM სკანდალური სტატუსისთვის 6 წლიანი ციხე | |
![]() ინდონეზიელს სტუდენტს 6 წლიანი პტიმრობა ელის, რადგან მან ქალაქი ჯოკიაკარტა სოციალურ ქსელში მოიხსენია, როგორ უტვინო, საცოდავი და უკულტურო. 26 წლის ფლორენცია სიხომბინს დიდხანს მოუწია ავტოგასამართ სადგურზე რიგში დგომა. რის გამოც, გოგონამ ისეთი ისტერიკა გამართა, რომ საბოლოოდ მომსახურეობაზე უარი უთხრეს. გამწარებულმა გოგომ ჯერ მომსახურე პერსონალს აყარა შავი დღე, შემდეგ კი “ფეისბუქზე” დაწერა სკანდალური განცხადება. აღნიშნულ პოსტს ძალიან დიდი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქის მცხოვრებლებმა კი პოლიციას მიმართეს საჩივრით. ცოტა ხანში სამართალდამცველებმა 26 წლის სტუდენტი დააკავეს და ბრალად მათი ქალაქის მისამართით გამოთქმული ბრალდებები და შეურაცხმყოფელი ციტატები წაუყენეს. როგორც ქალაქის პოლიციის პრეს-სამსახური იუწყება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გოგონას 6 წლიანი პატიმრობა ელის. | |
|
სულ კომენტარი: 0 | |